ლეგენდარული ჩეხი მეკარის პეტრ ჩეხის 16 წლის ვაჟმა დამიან ჩეხმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და ლონდონის „ფულჰემის“ ფეხბურთელი გახდა. მამის მსგავსად, უმცროსი ჩეხიც მეკარეა.
ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
პეტრ ჩეხი, რომელმაც „არსენალისა“ და „ჩელსის“ რიგებში 633 მატჩი ჩაატარა, ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენია „მშრალი“ მატჩების რაოდენობით. მან საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.