პეტრ ჩეხი ლონდონის „ჩელსიში“ ტექნიკურ მრჩევლად დაინიშნა
პეტრ ჩეხი ლონდონის „ჩელსიში“ ტექნიკურ მრჩევლად დაინიშნა

ლონდონის „ჩელსიმ“ გუნდის ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი ტექნიკურ საკითხებში მრჩევლად დანიშნა, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN).

მოლაპარაკებები ჩეხი მეკარის „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნების შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ივნისში კი, როდესაც მან კარიერის ბოლო მატჩი ითამაშა „არსენალის“ შემადგენლობაში, საგრძნობლად ინტენსიური გახდა.

პეტრ ჩეხმა პროფესიული კარიერა 1999 წელს, ჩეხურ კლუბ „ხმელში“ დაიწყო, მოგვიანებით კი პრაღის „სპარტაში“, ფრანგულ „რენში“, „ჩელსისა“ და „არსენალში“ თამაშობდა. ჩეხეთის ეროვნულ გუნდში მან 124 მატჩი ჩაატარა.