პეტრ ჩეხი - კარიერა თასის აწევით მინდა დავასრულო
პეტრ ჩეხი - კარიერა თასის აწევით მინდა დავასრულო

არსენალის მეკარე პეტრ ჩეხი აცხადებს, რომ ევროპა ლიგის ფინალი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო მატჩი იქნება და ამ მატჩში ჩელსისთან დაპირისპირება მისი უდიდესი ოცნება იყო.

ჩეხი მეკარე 36 წლისაა და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის მატჩებში ბერნდ ლენოსთან კონკურენციას ვერ გაუძლო, ევროტურნირებზე სისტემატიურად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში.

არსენალი – ჩელსი ჩემთვის მართლაც ძალიან ემოციური მატჩი იქნება. რა თქმა უნდა, კარიერის ბოლო თამაში თასის აწევით მინდა დავასრულო. იმედია, ასეც მოხდება და ჩემს საფეხბურთო ცხოვრებას ზღაპრული დასასრული ექნება“, – განაცხადა პეტრ ჩეხმა, რომელსაც ჩელსის შემადგენლობაში 333 მატჩი აქვს ჩატარებული, არსენალში კი 110.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალური მატჩი ორ ლონდონურ კლუბს შორის 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაინართება.