პეტრ ჩეხი ჰოკეიშიც წარმატებულია - ის ნომინირებულია თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე
პეტრ ჩეხი ჰოკეიშიც წარმატებულია - ის ნომინირებულია თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მეკარე წარმატებით ავითარებს კარიერას ყინულის ჰოკეიში.

37 წლის ყოფილი ფეხბურთელი ოქტომბრიდან წარმოადგენს ჰოკეის კლუბ „გილფორდ ფენიქსს“, რომელიც ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშობს.

ჩეხმა იმდენად აიმაღლა კლასი მისთვის ახალ სპორტის სახეობაში, რომ ნომინირებულია იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე.