პეტრ ჩეხი და როჯერ ტეილორი ერთობლივ სინგლს უშვებენ
პეტრ ჩეხი და როჯერ ტეილორი ერთობლივ სინგლს უშვებენ

„არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი ერთობლივ სინგლს გამოუშვებს ჯგუფ „ქუინის“ (Queen) დრამერთან როჯერ ტეილორთან ერთად.

„ედ შირან, Stormzy და სხვებო, ფრთხილად – მუსიკალურ ბიზნესში ახალი მოთამაშეა! ფეხბურთიდან წასვლის აღსანიშნავად, მე და ლეგენდარულმა როჯერ ტეილორმა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნება სინგლის გამოშვება და შემოსული თანხის გადაცემა საქველმოქმედო ფონდ „ვოლიუსთვის“ (Willow).

ელოდეთ მომდევნო კვირას „ვირჯინ რექორდსზე“ ახალ სიმღერას“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ჩეხმა.

ტრეკს, რომელიც ჩეხმა და ტეილორმა ერთად ჩაწერეს, „ეს ფეხბურთია“ (That’s Football) ჰქვია.

ჩეხიც და ტეილორიც დასარტყმელ ინსტრუმენტებზე უკრავენ. ცნობისთვის, როჯერი „ჩელსის“ ძველი გულშემატკივარია. ამ გუნდში ჩეხი 11 წელი (2004-15) თამაშობდა.