პეტერ შმეიხელს ხორვატია მოეწონა – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მსაჯმა მოგვპარა

11:54, 17.07.2018

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ნაკრების ყოფილი მეკარე პიტერ შმეიხელი მიიჩნევს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ გააფუჭა.

“მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ახლა მსაჯმა ის მოგვპარა. პიტანამ სული გამოაცალა ხორვატიას და მთელი მათი შემართება და ენერგია, რაც წინა სამ შეხვედრაში აჩვენეს, უცებ გააქრო. ეს ფინალი ამას არ იმსახურებდა. მე ხორვატიის ნაკრებს მაყურებლის სიმპათიის პრიზს მივცემდი. ამ გუნდმა ჩვენ შთაგვაგონა და გვაჩვენა, რომ მძიმე შრომით შედეგების მიღწევა შესაძლებელია”, – ამბობს ტელეკომპანა RT-თან ინტერვიუში.

ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4:2 დაამარცხა. პირველი ტაიმის დასასრულს, მსაჯმა ხორვატების კარში ხელით თამაშისთვის პენალტი დანიშნა.

 

მსგავსი