პეტერ შმეიხელი - რობერტო მარტინესმა დაღუპა ბელგიის ოქროს თაობა და ახლა იგივე ხდება პორტუგალიასთანაც #1TVSPORT
ლეგენდარულმა დანიელმა მეკარემ პეტერ შმეიხელმა გააკრიტიკა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიამ ფრედ ითამაშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
„რობერტო მარტინესი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა. მან დაღუპა ბელგიის „ოქროს თაობა“ და, როგორც ჩანს, იგივე ხდება ახლა პორტუგალიასთანაც.
როგორ შეიძლება თადარიგში დატოვო ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჟოაო ფელიქსი და რაფაელ ლეაო. პორტუგალია ძალიან ნიჭიერია შეტევაში და არ ინდა იყოს ასეთი პროგნოზირებადი და ფრთხილი. მისი ტაქტიკა ძალიან კონსერვატულია. შეტევას არ ჰყოფნის ფანტაზია, ნახევარდაცვა ხშირად შეუთამაშებელი ჩანს, ხოლო შეცვლები ძალიან გვიანდება.
პორტუგალიას ერთ-ერთი ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ტურნირზე, მაგრამ ახლოსაც არ არიან საკუთარი პოტენციალის სრულად ჩვენებასთან. თუ სიტუაცია სწრაფად არ შეიცვლება, პორტუგალიამ შეიძლება დაკარგოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შესანიშნავი შესაძლებლობა“, – განაცხადა შმეიხელმა.