პეტერ მადიარი – ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდნენ, რომ უნგრეთის ენერგოსისტემა ზღვარზე იყო, მაგრამ არაფერი გააკეთეს

00:42, 07.08.2026
TOPSHOT - Peter Magyar, leader of the pro-European conservative TISZA party, delivers a press conference at the HUNGEXPO Congress and Exhibition Center in Budapest, Hungary, on April 13, 2026. The party of conservative Peter Magyar won a two-thirds parliamentary majority in Hungarian elections in a clear defeat for nationalist long-time Prime Minister Viktor Orban, according to near-complete results. (Photo by Attila KISBENEDEK / AFP via Getty Images)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისი მხოლოდ სიცხით არ არის გამოწვეული. პეტერ მადიარმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარება იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნის მთავარი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ პრობლემების წინაშე დადგებოდა.

მისი თქმით, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა, რომ უნგრეთის ენერგოსისტემა სერიოზული რისკების წინაშე იდგა, თუმცა სათანადო ზომები არ მიიღო.

„ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდნენ, რომ უნგრეთის ენერგოსისტემა ზღვარზე იყო, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მაშინდელმა მთავრობამ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სისტემაში იმ დონემდე გაზარდა, რაც მთლიანად „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრეს უტოლდებოდა, რათა მსხვილი ინვესტორების საჭიროებები დაეკმაყოფილებინა“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნგრეთში ახალი ელექტროსადგურები და დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეები თითქმის არ შექმნილა, ხოლო არსებული ელექტროსადგურების ტექნიკურ მოვლას საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა.

ცნობისთვის, უნგრეთში რეკორდული სიცხისა და ელექტროენერგიის წარმოების მკვეთრი შემცირების ფონზე მთავრობამ ელექტროენერგიის დაზოგვის საგანგებო ზომები შემოიღო. ენერგიის დაზოგვის მიზნით მთავრობამ ასევე მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომებიც გააუქმა.

მსგავსი