პეტერ მადიარი – სამართლიანი არ არის, რომ უნგრეთი ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის საზღვრის დასაცავად, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერი ევროკომისიისგან 200 მილიონს იღებს, იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ევროკავშირისგან არ არის კარგი გზავნილი ის ფაქტი, რომ უნგრეთი საკუთარი საზღვრის დასაცავად ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის.
მისივე თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სხვა ქვეყანა ბლოკისგან დახმარების სახით 200 მილიონ ევროს იღებს.
„სამართლიანი არ არის, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს, იმის გამო, რომ შესაძლოა, მან თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა. ეს არასწორია, ეს არ არის კარგი გზავნილი. ის პოზიცია, რომელზეც ერთ დროს უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი თითქმის მარტო იდგნენ, ახლა ევროკავშირში უმრავლესობის პოზიციად იქცა“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.