პეტ რაილი აცხადებს, რომ ის წასვლას იქამდე არ აპირებს, სანამ „მაიამი“ კიდევ ერთ ტიტულს არ მოიგებს
პეტ რაილი აცხადებს, რომ ის წასვლას იქამდე არ აპირებს, სანამ „მაიამი“ კიდევ ერთ ტიტულს არ მოიგებს

„მაიამი ჰიტმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი ჩემპიონის ტიტული 2006 წელს მოიპოვა. მაშინდელი ტრიუმფის მთავარი შემოქმედი დვეინ ვეიდი გახდა. პატ რაილი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ექვსი სეზონის წინ კი ფლორიდელებმა ლებრონ ჯეიმსთან, კრის ბოშთან და დვეინ ვეიდთან ერთად კიდევ ორჯერ შეძლეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

უნდა ითქვას, რომ დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაიამელები საჩემპიონო თამაშს ნამდვილად არ აჩვენებენ და წელს თუ პლეი ოფში გასვლა მოახერხეს ეს გუნდისთვის წარმატებულ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

74 წლის პატ რაილი „ი-ეს-პი-ენ-თან“ (ESPN-თან) მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „მაიამიდან“ კიდევ ერთი ტიტულის მოგების შემდეგ წავა. ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს „ჰიტი“ ამ შემადგელობით წარმატების მიღწევას, თუმცა სავარაუდოდ პეტ რაილი მიმდინარე წლის ზაფხულში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს.