PES 2020-ში ჩემპიონი გამოვლინდა - საქართველოს ევრო 2020-ზე ორი წარმომადგენელი ეყოლება
PES 2020-ში ჩემპიონი გამოვლინდა - საქართველოს ევრო 2020-ზე ორი წარმომადგენელი ეყოლება

PES 2020-ში საქართველოს პირველი ჩემპიონატი დასრულდა – პოპულარული თამაშის ფინალური ეტაპი სასტუმრო „ბილტმორის“ ამფითეატრში გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდა.

ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის თანამშრომლობით გაიმართა და 24 ნოემბრიდან დაიწყო. ჩემპიონატის შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა და სულ 2352 მოთამაშე მონაწილეობდა.

საბოლოოდ, საუკეთესო 32 მოთამაშე სასტუმრო „ბილტმორში“ შეიკრიბა და ფინალურ ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლეს. გამარჯვებული გიორგი საკანდელიძე გახდა, ხოლო სფფ-ის რჩეული ალექსანდრე მომოტოვია.

ორივე მათგანი ჩვენს ქვეყანას ლონდონში წარადგენს, სადაც უეფა-ს (UEFA) ორგანიზებით კიბერფეხბურთში EURO 2020 გაიმართება. მასში კონტინენტის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს.