პერუში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე არის გამოცხადებული
პერუში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე არის გამოცხადებული

პერუში კორონავისუსის შემთხვევების რიცხვი 111 689-ს აღწევს, ხოლო გარდაიცვალა 3 244 ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე არის გახანგრძლივებული. პერუში საგანგებო რეჟიმი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა.

მედიის ცნობით, პერუში შეზღუდვები უფრო დიდხანს შენარჩუნდება, ვიდრე ეს იყო იტალიის, ესპანეთისა და ჩინეთის შემთხვევებში.

დატოვე კომენტარი