პერუში მცირე ზომის თვითმფრინავი მანქანას დაეცა

11:51, 05.02.2019

პერუს დედაქალაქ ლიმაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ქუჩის ავტოსადგომზე მდგარ მანქანას დაეცა.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის შედეგად, დაშავდა ორი მფრინავი, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

ჩამოვარდნისას, თვითმფრინავმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ავიაკატასტროფის გამო, ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

მსგავსი