პერუ-დანია: მატჩის ანონსი
პერუ-დანია: მატჩის ანონსი

16 ივნისი. სარანსკი. სტადიონი “მორდოვია-არენა”. დასაწყისი – 20:00
მსაჯი: ბაკარი პაპა გასამა (ზამბია)

რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი პერუს ნაკრებისთვის მეხუთე იქნება ისტორიაში. ასეთივე მაჩვენებელი აქვთ დანიელებს. ოგე ჰარეიდეს გუნდმა ირლანდიასთან პლეი ოფის მატჩებში მოიპოვა ჩემპიონატის საგზური.
ორივე გუნდისთვის ეს მატჩი არის შესანიშნავი შესაძლებლობა – აჩვენონ თავიანთი ამბიციები C ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაზე. ამ ქვეჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი საფრანგეთია, პერუ, დანია და ავსტრალია კი, დიდი ალბათობით, მეორე ადგილისთვისიბრძოლებენ . ამ სამეულში ბუკმეიკერები ოდნავ უპირატესობას დანიას ანიჭებენ, მაგრამ ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე გამოჩნდება.
პერუელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონატის წინ, ამხანაგურ მატჩებში. არგენტინელი რიკარდო გარეკას გუნდმა ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა, ამასთან, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
დანიას შეუძლია დაიტრაბახოს ორი მოგებითა და ორი ფრით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩებში დანიელებს არც ერთხელ არ წაუგიათ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გუნდებს საკმაოდ საიმედო დაცვა ჰყავთ, შეტევაში კი გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს დანიის ნაკრების ცალკეული მოთამაშეების კლასმა, მაგალითად, კრისტიან ერიქსენის.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები პირველად თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ.

საინტერესო ფაქტები

– პერუს ნაკრები ზედიზედ რვა მატჩია არ მარცხდება. თავის მხრივ, დანიას ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

რა თქვეს მწვრთნელებმა

რიკარდო გარეკა (პერუ):
“გვინდა მაქსიმუმზე ვითამაშოთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ. რთული ჯგუფი გვაქვს, მიზანი – პლეი ოფში გასვლაა. ტურნირისთვის კარგად ვართ მზად ტაქტიკურად და ფიზიკურად, ჩვენი კაპიტანი პაოლო გერერო კარგ ფორმაშია. ვხედავ, რომ გუნდი უმატებს თამაშიდან თამაშამდე. მიმაჩნია, რომ შევძლებთ ღირსეულად თამაშს. სხვა გუნდებიც უმატებენ, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია თამაში”.
ოგე ჰარეიდე (დანია):
“საფრანგეთი – ჯგუფის ფავორიტია. თუ გვინდა მეორე ადგილზე გასვლა, გამარჯვება გვჭირდება. ხვალ მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე ფაქტორი: პერუელები კარგად იცავენ თავს, კარგად გადადიან დაცვიდან შეტევაში, ჩვენ კი თამაშისას ვარირებას ვცდილობთ, უნდა გამოვიყენოთ ფიზიკური შესაძლებლობები და სტანდარტული მდგომარეობები. გვაქვს ჰაერში უპირატესობა, ამაში ძლიერები ვართ და ეს უნდა შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”.

სავარაუდო შემადგენლობები

პერუ (4-2-3-1): გალიესე – ტრაუკო, როდრიგესი, რამოსი, ადვინკულა – იოტუნი, ტაპია – კუევა, ფარფანი, კარილიო – გერერო.
დანია (4-2-3-1): შმეიხელი – ლარსენი, კრისტენსენი, კიაერი, დალსგორდი – დილეინი, კვისტი – სისტო, ერიქსენი, პოულსენი – იორგენსენი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიუალდ გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!