პერიშიჩს ინტერიდან წასვლა სურს
პერიშიჩს ინტერიდან წასვლა სურს

ინტერის გენერალურმა მენეჯერმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ივან პერიშიჩმა კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარში წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა შესაბამისი წინადადება მილანელებს ჯერ არავისგან მიუღიათ.

არსენალის მხრიდან ხორვატის მიმართ დიდი ინტერესის შესახებ უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, თუმცა ისიც არ არის საიდუმლო, რომ „მეთოფეებს“, არასახარბიელო ფინანსური სიტუაციის გამო, მხოლოდ იჯარით შეუძლიათ ფეხბურთელების აყვანა. მაროტა აცხადებს, რომ ხორვატის გაშვება მხოლოდ ინტერის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება.

„ჩვენ მოვუსმინეთ ფეხბურთელს და მან წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა ამას ჩვენთვის ფინანსური თვალსაზრისით აზრი უნდა ჰქონდეს, შესაბამისი წინადადება კი ჯერ არ მიგვიღია. რამდენიმე დღე კიდევ დარჩა და ვნახოთ“, – ამბობს მაროტა და ამატებს, რომ თუ არსენალში ფეხბურთელის გადასვის საკითხი ჩაიშალა, პერიშიჩისგან პრობლემების შექმნას არ ელის.