პერიშიჩმა „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა
პერიშიჩმა „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ივან პერიშიჩი ახლოს არის „ბაიერნში“ გადასვლასთან. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კონტრაქტის გაფორმების წინ, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“.

„სამედიცინო შემოწმება დასრულებულია. შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რომ კლუბს დავეხმარო“, – განაცხადა 30 წლის ხორვატმა.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელები ნახევარმცველის ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ ხუთ მილიონ ევროს გადაიხდიან. ერთი წლის შემდეგ, „ბაიერნი“ გამოისყიდის პერიშიჩის ტრანსფერს.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა 45 მატჩი ჩაატარა „ინტერში“, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ხორვატის ხელფასი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.