მილანის „ინტერის“ ერთ-ერთი ლიდერ ივან პერიშიჩს აღარ სურს იტალიური კლუბის რიგებში თამაში და გული ინგლისისკენ მიუწევს, – ამის შესახებ რამდენიმე იტალიურმა წყარომ დაწერა.
უფრო კონკრეტულად, 29 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ხიბლავს. ინგლისური კლუბის დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს ხორვატის თამაში. ორივე მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ დიდია ალბათობა, ტრანსფერი ამ ზამთარშივე შედგეს.
პერიშიჩს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა აქვს – 13 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი.