პერესმა მალენკო დაასაჩუქრა
პერესმა მალენკო დაასაჩუქრა

მადრიდის „რეალსა“ და „ბეტისს“ შორის დასრულებული მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეხვედრის ესპანელი მთავარი მსაჯი დაასაჩუქრა.

ფლორენტინო არბიტრების გასახდელში შევიდა და მატჩის მთავარ რეფერის მადრიდის „რეალის“ სტადიონის, „სანტიაგო ბერნაბეუს“ პატარა მაკეტი გადასცა.

უნდიანო მალენკომ თავისი საარბიტრო კარიერა 45 წლის ასაკში დაასრულა. იგი კარიერაში 346 მატჩს გაუძღვა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში რეკორდული მაჩვენებელია.