პერესმა განახლებულ ბერნაბეუზე პირველი კომენტარი გააკეთა
პერესმა განახლებულ ბერნაბეუზე პირველი კომენტარი გააკეთა

მადრიდის „რეალის“ სტადიონი – „სანტიაგო ბერნაბეუ“ მალე რეკონსტრუქციას დაიწყებს და სხვა დიზაინის მოედნად მოგვევლინება.

ამასთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი ფლორენტინო პერესმა გააკეთა –

ფოკუსირებულები ვართ, რომ ყველაფერი დროულად და კარგად დასრულდეს. გპირდებით, ეს სტადიონი მომავალში საუკეთესო იქნება მსოფლიოში. ახალი სტადიონი ფანებისთვის უფრო კომფორტული იქნება. სამუშაოებს სეზონის დასრულების შემდეგ დავიწყებთ“, – განაცხადა პერესმა.