პეპემ სწორად უკარნახა რუი პატრისიოს ბენზემას პენალტის მიმართულება, მაგრამ მეკარემ არ დაუჯერა #1TVSPORT
პეპემ სწორად უკარნახა რუი პატრისიოს ბენზემას პენალტის მიმართულება, მაგრამ მეკარემ არ დაუჯერა #1TVSPORT

საფრანგეთმა და პორტუგალიამ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 2:2 ითამაშეს, რაც ორივე გუნდისთვის საკმარისი აღმოჩნდა პლეი ოფში გასასვლელად. ოთხიდან სამი გოლი გუნდებმა პენალტით გაიტანეს: ორჯერ კრიშტიანო რონალდომ და ერთხელ ქარიმ ბენზემამ.

მაგრამ ფრანგების გოლი შეიძლება არც ყოფილიყო. ბენზემას დარტყმის წინ, პეპე აქტიურად ჟესტიკულირებდა და უჩვენებდა მეკარე რუი პატრისიოს, საით დაარტყამდა ფრანგი, რომელთან ერთადაც რვა წელი გაუტარებია „რეალში“. პორტუგალიელმა მცველმა მინიმუმ სამჯერ ანიშნა თავის მეკარეს, რომ ბენზემა მარცხნივ დაარტყამდა.

მაგრამ რუი პატრისიომ ყველაფერი პირიქით გააკეთა და აჩუქა ბენზემას ეს განსაკუთრებული მომენტი, რადგან ფრანგ ფორვარდს ამ გოლამდე საფრანგეთის ნაკრებში ხუთი წელი, რვა თვე და 15 დღე გოლი არ ჰქონდა გატანილი.

პეპე მეკარის ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან გაბრაზდა.