პეპ გვარდიოლას ყველაზე ცუდი სტარტი აქვს კარიერაში
პეპ გვარდიოლას ყველაზე ცუდი სტარტი აქვს კარიერაში

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე წააგო 1:2 „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ასე რომ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 16 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს.

ეს არის ყველაზე ცუდი სტარტი გვარდიოლასთვის სამწვრთნელო კარიერაში, – წერს სტატისტიკური სააგენტო Opta. ადრე ესპანელი სპეციალისტის არც ერთ გუნდს არ დაუგროვებია 16 ტურის შემდეგ ასე ცოტა ქულა. „მანჩესტერ სიტიმდე“ გვარდიოლა „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ავარჯიშებდა.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სიტი“ 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს“.