პეპ გვარდიოლას „სიტისთან“ კონტრაქტი გახანგრძლივება სურს
პეპ გვარდიოლას „სიტისთან“ კონტრაქტი გახანგრძლივება სურს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მზად არის ინგლისურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების გასაგრძელებლად. ესპანელს მიმდინარე კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

„მე ღია ვარ მოლაპარაკებებისთვის. კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ კლუბში. თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ თანამშრომლობა ისევ პროდუქტიულია – კლუბთან ერთად გამოვნახავთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. როცა გუნდში უკვე ხუთი წელი იმყოფები, ეს კარგ შედეგებზე მიანიშნებს. ვნახოთ, რა მოხდება ამ სეზონში და მომდევნოში“, – განაცხადა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტი“ სულ უფრო შორდება ტიტულის შენარჩუნების ოცნებას. ლიდერ „ლივერპულს“ ის უკვე 11 ქულით ჩამორჩება.