პეპ გვარდიოლას პედრის შეძენა სურს - „სიტი“ „ბარსელონას“ 200 მილიონს სთავაზობს #1TVSPORT
პეპ გვარდიოლას პედრის შეძენა სურს - „სიტი“ „ბარსელონას“ 200 მილიონს სთავაზობს #1TVSPORT

გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს, კერძოდ, ინგლისური გრანდი „ბარსელონას“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერის პედრის გაფორმებას შეეცდება.

იტყობინებიან, რომ „სიტი“ მზად არის გადაიხადოს 200 მილიონი ევრო, რათა დაარწმუნოს „ბარსელონა“ დათმოს ნახევარმცველი. მანჩესტერელთა დამრიგებელი პეპ გვარდიოლა დიდი ხანია აკვირდება პედრის განვითარებას და აღნიშნავს მის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს.

აქამდე „მანჩესტერ სიტი“ დიდ ინტერესს ამჟღავნებდა „ლევერკუზენის“ ლიდერის ფლორიან ვირტცის მიმართ, მაგრამ ამ მხრივ დიდი კონკურენციის ფონზე, ინგლისელები პედრის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

„ბარსელონაში“ პედრი გუნდის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და კლუბის ხელმძღვანელობა მას მიიჩნევს ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად, რომლის გარშემოც უნდა აშენდეს მომავლის გუნდი.

ელოდებიან, რომ გარიგების დადება ძალიან რთული იქნება. „ბარსელონა“ არ განიხილავს ნახევარმცველთან გამოთხოვების ვარიანტებს და არც პედრის გამოუთქვამს გუნდის დატოვების სურვილი. და 200 მილიონიც კი არ იმოქმედებს კატალონელების გადაწყვეტილებაზე შეინარჩუნოს თავისი ლიდერი.