პეპ გვარდიოლას კატალონიის მთავრობის გაძღოლას სთავაზობენ
პეპ გვარდიოლას კატალონიის მთავრობის გაძღოლას სთავაზობენ

კატალონიის ევროპულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი არტურ მასი გამოვიდა იდეით, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიიწვიონ კატალონიის მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას არაერთხელ გამოუთქვამს მხარდაჭერა კატალონელი ლიდერების მიმართ ესპანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

იტყობინებიან, რომ გვარდიოლა არ აპირებს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და დატოვებს გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს. ასევე მწვრთნელის ბარსელონაში დაბრუნებაზე ლაპარაკობს ისიც, რომ მისი მეუღლე და შვილები კატალონიის დედაქალაქში იმყოფებიან.

როგორც გამოცემა „კონფიდენსიალი“ წერს, პარტია „ერთად კატალონიისთვის“ განიხილავს გვარდიოლას მომავალი ლიდერის რანგში, რომელიც სათავეში უნდა ჩაუდგეს კატალონიის ჟენერალიტეტს (კატალონიის ავტონომიური გაერთიანების თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის თავში აერთიანებს კატალონიის პარლამენტსა და მთავრობას).