პეპ გვარდიოლამ ქუჩაში გულშემატკივარზე თავდასხმა სცადა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ესპანელი სპეციალისტი შენიშნეს ქუჩაში ერთ-ერთ გულშემატკივართან დაძაბული კონფრონტაციისას.
გვარდიოლამ პირდაპირ ქუჩაში სცადა გულშემატკივრისთვის ანგარიშის გასწორება. ინციდენტის ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ფანმა მწვრთნელს დაუყვირა: „ისევ წააგე!“ გაღიზიანებულმა მწვრთნელმა უპასუხა: „გინდა, იცოდე, რა არის წაგება?“
სიტუაციის დამშვიდება მოხერხდა დაცვისა და გვარდიოლას შვილის ჩარევით, რომლებმაც მწვრთნელი გულშემატკივართან არ მიუშვეს.
პეპ გვარდიოლას ყველაზე რთული პერიოდი აქვს თავის კარიერაში. მის გუნდს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ოთხშაბათს „ნოტინგემთან“ მოგებით (3:0) შეწყვიტა.