პეპ გვარდიოლამ ინგლისში ნახევარი მილიონის ღირებულების ავტომობილები დაამტვრია
პეპ გვარდიოლამ ინგლისში ნახევარი მილიონის ღირებულების ავტომობილები დაამტვრია

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ გაარკვია, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არც ისე კარგი მძღოლი ყოფილა, რასაც ამტკიცებს ესპანელი სპეციალისტის სისტემატიური მოხვედრა ავტოსაგზაო ავარიებში.

გაზეთმა გადაწყვიტა, დაეთვალა გვარდიოლას მიერ დამტვრეული მანქანების საერთო ღირებულება იმ მომენტიდან, როცა მწვრთნელი ინგლისში გადავიდა სამუშაოდ.

2016 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ესპანელმა დააზიანა ოთხი მანქანა – Mercedes GLE (ღირებულება – 80 ათასი ფუნტი), Range Rover (150 ათასი), Bentley GTX700 (200 ათასი) და Mini Cooper (30 ათასი).

„მას ჯერ კიდევ ბარსელონაში ჰქონდა სუსტი მძღოლის რეპუტაცია. მის მანქანაზე სარკეები დიდხანს არ ცოცხლობს. ერთხელ მან დიზელის Range Rover-ში ბენზინი ჩაასხა და ვერცხლისფერი Bentley დაამტვრია.

პეპი ბევრ რამეშია შესანიშნავი, მაგრამ მანქანის მართვა, როგორც ჩანს, მისი სუსტი მხარეა“, – დაწერეს გვარდიოლაზე წიგნის (Pep’s City: The Making Of A Superteam) შემქმნელებმა.