პეპ გვარდიოლა - თუ აზარს თამაში არ გამოსდის, ესე იგი „რეალში" რაღაც ხდება
პეპ გვარდიოლა - თუ აზარს თამაში არ გამოსდის, ესე იგი „რეალში" რაღაც ხდება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი აზრი გამოთქვა ბელგიელი ედენ აზარის ადაპტაციაზე მადრიდის „რეალში“.

„თუ აზარი ჩვეულ დონეზე არ თამაშობს, ე. ი. „რეალში” რაღაც ისე არ არის, მაგრამ არ შეიძლება, ამასთან დაკავშირებით კიდევ რაღაცის თქმა. ინგლისში მან დაამტკიცა, რომ შეიძლება მისი მოხსენიება მსოფლიო დონის ფეხბურთელად. ყველას სჭირდება დრო ადაპტაციისთვის”, – განაცხადა გვარდიოლამ „მარკასთან” კომენტარში.

ედენ აზარი „ჩელსიდან” „რეალში” 100 მილიონ ევროდ 2019 წელს გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 13 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.