პეპ გვარდიოლა - „სიტის“ პრეზიდენტი ჩემით უკმაყოფილოა
პეპ გვარდიოლა - „სიტის“ პრეზიდენტი ჩემით უკმაყოფილოა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გაუკეთა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მის კლუბს ევროთასებზე გამოსვლის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „სიტის“ ხელმძღვანელობა ამ სეზონში მისი მუშაობით უკმაყოფილოა.

„არ მინდა ვინმეს წინაშე ბოდიშის მოხდა. „მანჩესტერ სიტიმ“ ბოდიში არ უნდა მოიხადოს, რადგან სამმა დამოუკიდებელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, ეს აშკარაა.

მე კრიტიკულად ვუყურებ „სიტიში“ ბევრ საკითხს. გუნდის შიგნით, როცა რაიმე არ მომწონს, ამის შესახებ პრეზიდენტს ვეუბნები. ის ჩემით უკმაყოფილოა. ჩვენ 21 თუ 23 ქულით ჩამოვრჩებით „ლივერპულს“. ის არ არის კმაყოფილი, მაგრამ ამას გუნდის შიგნით განვიხილავთ, რათა მომდევნო სეზონში ბევრს მივაღწიოთ, სხვებს ყველაფერი დავუმტკიცოთ, ოღონდ მხოლოდ მოედანზე. 

ადამიანები, რომლებიც რაღაცას ამბობენ, უმჯობესია, პირისპირ ელაპარაკონ ერთმანეთს და არა ზურგს უკან“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 21 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“ და უკვე გაფორმებული აქვს ჩემპიონობა.

დატოვე კომენტარი