პეპ გვარდიოლა - სატრანსფერო ბაზარზე კონკურირება თითქმის შეუძლებელია
პეპ გვარდიოლა - სატრანსფერო ბაზარზე კონკურირება თითქმის შეუძლებელია

„ჩვენი მოწინააღმდეგეები სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით სწრაფები და ჭკვიანები არიან“, – ეს სიტყვები მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერული კლუბი აიაქსის ნახევარმცველ ფრენკი დე იონგით იყო დაინტერესებული, თუმცა ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა ყველაფერი ბარსელონასთან და ივლისში სწორედ ამ ესპანური გრანდის რიგებში ითამაშებს. მისი ხელფასი კვირაში 400 000 ევრომდე იქნება.

გვარდიოლას აზრით, წამყვან გუნდებთან პაექრობაში საუკეთესო ფეხბურთელების პოვნა თითქმის შეუძლებელია.

„ჩვენ უფრო სწრაფები უნდა ვიყოთ და არ უნდა ვინერვიულოთ“, – ამბობს გვარდიოლა. – „იქნებ სჯობდეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვენდოთ“.

იტალიური „გაძეტა დელო სპორტის“ მონაცემებით, გასული 10 წლის განმავლობაში მანჩესტერ სიტიმ ფეხბურთელების შეძენაში 1.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.