პეპ გვარდიოლა - რონალდო 75 წლის ასაკშიც გაიტანს გოლებს #1TVSPORT
პეპ გვარდიოლა - რონალდო 75 წლის ასაკშიც გაიტანს გოლებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერული დერბის წინ აზრი გამოთქვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შესახებ.

„75 წლის ასაკში რონალდო, სავარაუდოდ, უკვე წასული იქნება ფეხბურთიდან, მაგრამ ითამაშებს საკუთარ ბარბექიუზე და გოლებსაც გაიტანს.

პრემიერლიგისთვის კარგია, რომ ის დაბრუნდა. კრიშტიანო და „იუნაიტედი“ ეკუთვნიან და ერწყმიან ერთმანეთს. ასე იყო წარსულში და ეს არც აწმყოსა და მომავალში შეიცვლება“, – განაცხადა გვარდიოლამ.