პეპ გვარდიოლა - მომდევნო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის მეტი უნდა ვიშრომოთ #1TVSPORT
პეპ გვარდიოლა - მომდევნო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის მეტი უნდა ვიშრომოთ #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ტიტული პირველად მოიპოვა. გადამწყვეტი გოლის ავტორი როდრი გახდა.

მატჩის შემდეგ ინგლისური გუნდის მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის მოგებით ბედნიერია, თუმცა „სიტი“ ამ მიღწევას არ უნდა დასჯერდეს და მომდევნო წლებში წარმატებისთვის მეტი შრომა იქნება საჭირო.

„ეს წარმატება თითქოს ზევით, ვარსკვლავებში იყო დაწერილი. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად რომ ჩავეთვალეთ, ფინალი უნდა მოგვეგო. მიხარია, ჩვენ ამის გაკეთება მოვახერხეთ.

არ მსურს, ამ ტრიუმფის შემდეგ გავუჩინარდე. მომდევნო წლებში აქ გამარჯვებებისთვის მეტი შრომა მოგვიწევს. იყვნენ გუნდები, რომლებმაც ერთხელ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და შემდეგ უკვალოდ გაქრნენ“, – განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელმა სპეციალისტმა თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მესამედ მოიპოვა. თასის აღმართვა მან 2009 და 2011 წლებში „ბარსელონასთან“ ერთად შეძლო. ასევე, ის გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში სამი ტიტული (მათ შორის, ერთი ევროპული) ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო.