პეპ გვარდიოლა - მინდა მესიმ კარიერა „ბარსელონაში“ დაასრულოს
პეპ გვარდიოლა - მინდა მესიმ კარიერა „ბარსელონაში“ დაასრულოს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ მისი სურვილია, „ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერა სწორედ „კამპ ნოუზე“ დაასრულოს.

„მესი „ბარსელონას“ მოთამაშეა და მინდა ის იქვე დარჩეს. არ ვაპირებ სხვა გუნდების მოთამაშეებზე ლაპარაკს. ვფიქრობ, მესი კარიერას სწორედ „ბარსელონაში“ დაასრულებს. ასეთია ჩემი სურვილი“, – განაცხადა გვარდიოლამ.

მას შემდეგ, რაც პრესაში მესისა და „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, გამოითქვა ვარაუდი, რომ არგენტინელის სხვა კლუბში გადავა და ეს სწორედ „მანჩესტერ სიტი“ იქნება, რადგან მესის არა ერთხელ გამოუთქვამს პეპ გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ მუშაობის სურვილი.

შეგახსენებთ, გვარდიოლა 2008-12 წლებში ავარჯიშებდი „ბარსელონას“.