პეპ გვარდიოლა - მანჩესტერ იუნაიტედის მოგება საჩემპიონო რბოლაზე დადებითად იმოქმედებს
პეპ გვარდიოლა - მანჩესტერ იუნაიტედის მოგება საჩემპიონო რბოლაზე დადებითად იმოქმედებს

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის აზრით, საჩემპიონო რბოლისთვის უკეთესი იქნება, თუ მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულს დაამარცხებს.

მიუხედავად ამისა, როგორც პეპ გვარდიოლა თვლის, ერთ სეზონში ოთხი ტიტულის მოგებაზე ფიქრი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, იუნაიტედმა რომ შედეგი მიიღოს“, – ამბობს გვარდიოლა, – „მაგრამ ახლა თებერვალია და ოთხი ტიტულის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“.

ჯერ კიდევ 19 თებერვალს, სიტი ლივერპულს შვიდი ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ გუნდმა ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეძლო და ახლა ცხრილის სათავეში იმყოფება.

თუმცა ლივერპულს ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული და მანჩესტერ იუნაიტედთან ფრის შემთხვევაშიც დაიბრუნებს ერთპუროვნულ ლიდერობას.

მატჩი მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულს შორის დღეს, 24 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.