პეპ გვარდიოლა ცოლს დაშორდა - ისინი 1994 წლიდან ერთად იყვნენ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა თავის ცოლთან, კრისტინა სერასთან განშორება. ამის შესახებ იტყობინება ონლაინგამოცემა Sport.es-ი.
გვარდიოლასა და სერას ურთიერთობა 1994 წელს დაიწყო, როცა ის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი იყო. 20 წლის შემდეგ მათ იქორწინეს.
ამტკიცებენ, რომ გვარდიოლა და სერა გასულ თვეში დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ამბავი მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, გაყრის მიზეზები კი საიდუმლოდ არის შენახული.
ამასთან, გვარდიოლა და სერა მეგობრებად დარჩნენ და ურთიერთკავშირი არ შეუწყვიტიათ.