პეპ გვარდიოლა - არასაფეხბურთო პირობებში გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა
პეპ გვარდიოლა - არასაფეხბურთო პირობებში გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა

„მანჩესტერ სითის“ მთავარი მწრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა „ტოტენჰემის“ წინააღნდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და რომ განსაკუთრებით სასიხარულო ეს იმიტომ არის, რომ ეს „არასაფეხბურთო პირობებში“ მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა არასაფეხბურთო პირობები, ესპანელმა სპეციალისტმა მოედნის საფარის მდგომარეობა დაასახელა და დაამატა, რომ თამაში რთული არა მხოლოდ მისი, არამედ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვისაც იყო.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ ახალი არენა ჯერ ისევ შენების პროცესშია, რის გამოც გუნდი საშინაო მატჩებს სხვადასხვა სტადიონებზე ატარებს.

29 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის მორიგ ტურში, ლონდონელებმა „მანჩესტერ სითი“ „უემბლიზე“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე რიად მაჰრეზმა გაიტანა.