პეპ გვარდიოლა - ადრე თუ გვიან, ნაკრებს გავწვრთნი
პეპ გვარდიოლა - ადრე თუ გვიან, ნაკრებს გავწვრთნი

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ მომავალში ეროვნული ნაკრები გაწვრთნა სურს.

„ვისურვებდი ნაკრების მწვრთნელობას. ერთხელ ეს მოხდება, რადგან მინდა მქონდეს უფრო მშვიდი სამუშაო რეჟიმი, უფრო ხშირად ვითამაშო გოლფი, რისთვისაც დღეს დრო არ მრჩება.

ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, მთავარია ამგვარი შანსი გაჩნდეს რომელიმე საერთაშორისო გუნდთან“, – განაცხადა გვარდიოლამ The World Game-სთან კომენტარში.

ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.