პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთიდან ტერორისტული საფრთხე კვლავ დაემუქროთ
პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთიდან ტერორისტული საფრთხე კვლავ დაემუქროთ

პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე კვლავ დაემუქროთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა.

მისივე თქმით, „ალ ქაიდასა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფებს შესაძლო თავდასხმებისთვის მოსამზადებლად სულ მცირე ორი წელი მაინც დასჭირდებათ.

როგორც ამერიკული მედია წერს, პენტაგონის ხელმძღვანელის ამ ვარაუდს კონგრესში გამართულ მოსმენაზე დაეთანხმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი.

„თუ ავღანეთის მთავრობა ჩამოიშლება, ან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს დაშლიან, ტერორისტული საფრთხე გაიზრდება“, – განაცხადა მილიმ.

გაერო-ს მიერ იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება „ალ ქაიდას“ 500 წევრი და ისინი ახლო კონტაქტში არიან მოძრაობა „თალიბანთან“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი სექტემბრამდე უნდა დატოვონ.