პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო მოქმედებებს კვლავ ხედავენ

01:34, 16.11.2021

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო მოქმედებებს კვლავ ხედავენ. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, პენტაგონი კვლავ ხედავს უკრაინის საზღვართან უჩვეულო სამხედრო მოქმედებებს და რუსეთის ძალების კონცენტრაციას.

ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზება შემაშფოთებელია. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგას ხუთშაბათს შეხვდება.

მსგავსი