პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინას რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარებიან

09:06, 22.03.2022

პენტაგონი უკრაინას რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„უდავოდ ვხედავთ მკაფიო მტკიცებულებებს, რომ რუსეთის ჯარები ახორციელებენ სამხედრო დანაშაულებს და ჩვენ დავეხმარებით ამის მტკიცებულებების შეგროვებაში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ თავის წვლილს შეიტანს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში.

მსგავსი