პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთის დედაქალაქში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციისთვის დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყეს
პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთის დედაქალაქში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციისთვის დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყეს

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთის დედაქალაქში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციისთვის დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყო. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„საზღვაო ქვეითი ბატალიონის ზოგიერთი ელემენტი უკვე ქაბულშია. დანარჩენი ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე. ველოდებით, რომ შაბათ-კვირისთვის 3 000-იანი კონტიგენტის უდიდესი ნაწილი ადგილზე იქნება“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოცემულ მომენტში არ აქვს მოლოდინი, რომ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების საფრთხე არსებობს, მაგრამ „თალიბანი“ მის იზოლირებას ცდილობს.