პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე საუბარი ნაადრევია
პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანაზე საუბარი ნაადრევია

პენტაგონში აცხადებენ, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანაზე საუბარი ნაადრევია. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალმა, ჯოზეფ დანფორდმა გააკეთეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაღალჩინოსნებმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

„მე ვერ გავაკეთებ კომენტარს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. კომენტარის გაკეთებას მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევძლებთ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

გენერალ დანფორდის თქმით, აშშ-ს არ სურს, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფრად იქცეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ი და მოძრაობა „თალიბანი“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანას ითვალისწინებს.