პენტაგონი სირიაში პარტნიორი ძალების 65 000 ჯარისკაცის აღჭურვას გეგმავს
პენტაგონი სირიაში პარტნიორი ძალების 65 000 ჯარისკაცის აღჭურვას გეგმავს

პენტაგონი სირიაში პარტნიორი ძალების 65 000 ჯარისკაცის აღჭურვას გეგმავს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის 2019 ფისკალური წლის კანონპროექტში.

კანონპროექტი დასამტკიცებლად კონგრესშია გაგზავნილი.

აშშ-ის თავდაცვის უწყება 300 მილიონ დოლარს ითხოვს და მთავარ მიზეზად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას ასახელებს.

თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, აშშ-ის პარტნიორ ძალებში არაბულ დანაყოფებთან ერთად, ქურთული სამხედრო ჯგუფებიც მოიაზრება.

კანონპროექტის თანახმად, დამტებით 250 მილიონი დოლარი სირიის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი.

პენტაგონის გეგმის თანახმად, 30 000 ჯარისკაცი საბრძოლო მისიებში იქნება ჩართული, 35 000 ათასი კი შიდა უსაფრთხოების ძალებში იქნება. აშშ-ის მიერ ქურთული სამხედრო ჯგუფების დამხარება ვაშინგტონისა და ანკარას უთანხოების საფუძველია.