პენტაგონის ინფორმაციით, ირანის მიერ ერაყში სამხედრო ბაზის დაბომბვისას ტვინის ტრავმული დაზიანება 109 ადამიანმა მიიღო
პენტაგონის ინფორმაციით, ირანის მიერ ერაყში სამხედრო ბაზის დაბომბვისას ტვინის ტრავმული დაზიანება 109 ადამიანმა მიიღო

ირანის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად ტვინის ტრავმული დაზიანება 109 ადამიანმა მიიღო. პენტაგონის ინფორმაციით, 76 სამხედრო მოსამსახურე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, დანარჩენი ჯარისკაცები კი მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიან. აშშ-ის თავდაცვის უწყება მანამდე 64 ჯარისკაცის დაშვებას ადასტურებდა.

გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს თავის ტკივილები აღენიშნებათ, მაგრამ ეს სერიოზული დაზიანებები არ არის.

ირანმა ამერიკული სამხედრო ბაზა ერაყში 8 იანვარს დაბომბა. თეირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლა.

დატოვე კომენტარი