პენტაგონის ცნობით, კარიბის ზღვაში მცურავ ამერიკულ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა

01:22, 25.04.2020

პენტაგონის ცნობით, კარიბის ზღვაში მცურავ ამერიკულ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა. „როიტერის“ ცნობით, ინფიცირებულია 10 მეზღვაური. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ექიმები მეთვალყურეობენ.

მანამდე, ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების 26 ხომალდზე. ყველა ეს ხომალდი პორტშია გაჩერებული.

პენტაგონში კორონავირუსით ინფიცირებული ამერიკელი მეზღვაურების რიცხვს არ ასახელებენ. ამერიკული მედიის ცნობით, სავარაუდოდ ვირუსი დაუდასტურდა 3 578 მეზღვაურს. მათგან ორი გარდაიცვალა.

ამასთან, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 800 მეზღვაური იმყოფებოდა ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ ბორტზე.

მსგავსი