პენტაგონის ცნობით, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება
პენტაგონის ცნობით, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება

აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად სჭირდება. პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ტაილანდში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში. გვყავს მთელ მსოფლიოში პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, რეალურად დაეხმარონ უკრაინას“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრა.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მსოფლიოში ჩვენი პარტნიორების მზარდი ჯგუფი შეიკრიბოს, რათა უზრუნველვყოთ, უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც ახლა სჭირდება, რომ დაიცვას თავი რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმისგან“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.