პენტაგონის ადმინისტრაციის უფროსი კევინ სვინი გადადგა
პენტაგონის ადმინისტრაციის უფროსი კევინ სვინი გადადგა

პენტაგონის ადმინისტრაციის უფროსი გადადგა. კევინ სვინი რიგით მესამე მაღალჩინოსანია, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მას შემდეგ ტოვებს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.

თავის განცხადებაში სვინი წერს, რომ კერძო სექტორში დაბრუნება გადაწყვიტა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მუშაობდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი არ უხსენებია.

მანამდე თანამდებობა დატოვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა. გადადგომის მიზეზად მეტისმა დონალდ ტრამპთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
მეტისის შემდეგ თანამდებობა დატოვა თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა დანა ვაითმა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანმა ბრეტ მაკგარკმა.