პენტაგონი ნიუ იორკში დამატებით 300 სამხედრო ექიმს გაგზავნის
პენტაგონი ნიუ იორკში დამატებით 300 სამხედრო ექიმს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ქალაქ ნიუ იორკში ჰოსპიტლების დასახმარებლად პენტაგონი დამატებით 300 სამხედრო ექიმს გაგზავნის. ამის შესახებ ესპერმა ტელეკომპანია „სიბიესის“ დილის ეთერში განაცხადა.

როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, პენტაგონმა უკვე გაგზავნა ნიუ იორკის 11 ჰოსპიტალში 350 მედიკოსი, დღეს კი ადგილობრივი ექიმების დასახმარებლად კიდევ 300 მედიკოსს გაგზავნის.

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან 7 844 ადამიანი დაიღუპა. აქედან, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა 777 პაციენტი.