პენტაგონი – ჩრდილოკორეელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის ძალების მხარეს ბრძოლაში ჩაერთნენ, ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები

01:53, 17.12.2024

ჩრდილოკორეელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის ძალების მხარეს ბრძოლაში ჩაერთნენ, ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, – ამის შესახებ მედიასთან საუბარში პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოკორეელი სამხედროები ჩაერთნენ ბრძიოლაში კურსკში. ჩვენ გაგვაჩნია მინიშნებები, რომ მათ განიცადეს დანაკარგი როგორც მოკლულების, ისე დაჭრილების სახით“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პენტაგონს არ აქვს ზუსტი მონაცემები, თუ რა დანაკარგი განიცადა ჩრდილოეთ კორეამ, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ისინი ბრძოლაში გასულ კვირას ჩაერთნენ.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასული კვირის ბოლოს კურსკის ოლქში დაიღუპა ან დაიჭრა, სულ მცირე, 30 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

მსგავსი