პენტაგონი - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსი 2 889 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა
პენტაგონი - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსი 2 889 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსი 2 889 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, „კოვიდ-19“-ს ორი სამხედრო ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა ორი დღის წინ გამოქვეყნებული მონაცემები დააზუსტა, რომელთა მიხედვითაც, ახალი კორონავირუსი 3 022 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონში ​კორონავირუსის სულ 4 695 შემთხვევაა გამოვლენილი.