„პელიკანსს“ 2019-2020 წლების სეზონზე კვლავ ელვინ ჯენტრი უხელმძღვანელებს
„პელიკანსს“ 2019-2020 წლების სეზონზე კვლავ ელვინ ჯენტრი უხელმძღვანელებს

„ნიუ ორლეანისთვის“ მიმდინარე ზაფხული რადიკალური ცვლილებების პერიოდი გამოდგა. გუნდი დატოვა ლიდერმა ენტონი დევისმა და მის მაგივრად პელიკანსში ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი და ჯოშ ჰარტი მივიდნენ. ორლეანელები ამასთან ერთად „ლეიკერსისგან“ სამი დრაფტის კალათბურთელს მიიღებენ.

გარდა ამისა, „პელიკანსს“ წელს დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნიუ ორლეანი“ ალბათ ზაიონ ვილიამსონით გაძლიერდება, რომელიც წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერია. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობა მოქმედ მწვრთნელ ელვინ ჯენტრის ენდობა და კონტრაქტს 2019-2020 წლების სეზონზეც გაუხანგრძლივებს. „იესპიენის“ (ESPN) ინფორმაციით, 64 წლის სპეციალისტი ახალ კონტრაქტს ხელს ოფიციალურად უახლოეს დღეებში მოაწერს.